კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში ნიქოზიის აპოელმა ნეა სალომისის უმაპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ნიქოზიელთა სასტარტო შემადგენლობაშ იყო გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი, სათადარიგოთა სკამზე დარჩა ბუბა დაუშვილი.
აპოელთა რიგებში ქვილითაია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გუნდს გოლით დაეხმარა, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 55-ე წუთზე მეტოქის ფეხბურთელების შეცდომებით ისარგებლა და სალომისის კარი აიღო, 68-ე წუთზე გიორგიმ დუბლიც შეასრულა, მაგრამ გოლი წესების დარღვევის გამო გაუქმდა. 29 წლის ფორცარდი 72-ე წუთზე შეცვალეს. სრული მატჩი ჩაატარა ლაშა დვალმა, რომელიც მინდროზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აპოელმა კვიპროსის პირველი დივიზიონის რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა შემდეგ შეხვედრას კი უკვე საჩემპიონო ჯგუფში ჩაატარებს.
იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურში კრემონეზე სასუელოს ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და შეხვედრაში 35-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისმა თანაგუნდელმა დაზიანება მიიღო. სასუოლომ პირველ ტაიმში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და თითქოს არაფერი მოასწავევდა კრემონეზეს თამაშში დაბრუნებას, მაგრამ ლუკას გუნდმა მეორე ტაიმში დიდი მონდომების შემდეგ 83-ე წუთისთვის დეზერსის დუბლით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა კრემონელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, 92-ე წუთზე სასუოლო კვლავ წინ გავიდა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირა. ლოჩოშვილის კრემონეზეს იტალიის სერია ა-ში 25 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა.