საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან-სლემისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა, ლაშა გუჯეჯიანმა მასპინძლის განკუთვნილი კვოტა მთლიანად გამოიყენა და შვიდივე წონაში 4-4 ძიუდოისტი დაასახელა.
60 კილოგრამში ტატამზე გამოვლენ გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე, ნიკა ხუზაურაშვილი; 66 კილოგრამში იჭიდავებენ ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია; 73 კილოგრამში ლეგენდარულ ლაშა შავდათუაშვილთან ერთად იასპარეზებენ გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახიშვილი; 81 კილოგრამში ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარსდგება მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი, მასთან ერთად წარმატების მიღწევას შეეცდებიან ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა; განსაკუთრებული კონკურენციაა 90 კილოგრამში სადაც ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, თელავივის გრან სლემის ოქროს მედალოსანი ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. 100 კილოგრამში იასპარეზებს ილია სულამანიძე ვარლამ ლიპარტელიანი ერეკლე ბაზიერიშვილი და მიხეილ ჯაფარიძე მაქსიმალურ წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ გურამ თუშიშვილი გელა ზაალიშვილი საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი.
ამ ეტაპზე უცნოებია ქალთა ნაკრების შემადგენლობა. შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან სლემი 24 დან 26 მარტის ჩათვლით გაიმართება.