ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს პორტუგალიური ბენფიკა და ბელგიური ბრიუგე დაუპირისპირდებიან. 2 კვირის წინ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ბელგიაში ბენფიკას გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. პორტუგალიელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, არწივებს ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ 1 მარცხი აქვთ და ისიც პორტუგალიის თასზე, დამატებით დროში ბრაგასთან დანარჩენ 8 შემთხვევაში მათ გამარჯვება იზეიმეს. რაც შეეხებათ ბელგიელებს, უკანასკნელ 6 შეხვედრაში მათ მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ - ბრიუგემ გენტის დამარცხება შეძლო. ორივე გუნდს გარკვეული დანაკლისი აქვს, ბენფიკას იულიან დრაქსლერი და გონსალო გედეში ვერ დაეხმარებიან. ბელგიელთა ლაზარეთში კი სკოვ ოლსენი და ჰენდრი არიან.
მეორე 1/8 ფინალურ წყვილში ერთმანეტს ლონდონის ჩელსი და დორტმუნდის ბორუსია დაუპირისპირდებიან. ლონდონელები ცუდ ფორმაში არიან - ლურჯებს ნოემბრის შემეგ მხოლოდ 6 ბურთი აქვტ გატანაილი, თებერვალსა და მარტში კი მხოლოდ 2. პოტერის გუნდის ცუდი სათამაშო კონდიცია პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილზეც აისახება, სადაც ჩელსი 34 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება გერმანელებს, ბორუსია სანახაობრივად და შედეგიანად თამაშობს, ტერზიჩის გუნდი ბუნდესლიგაში 49 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან ბაიერნს მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება. ბორუსიასა და ჩელსის პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა ზიგნალ იდუნა პარკზე მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი სოლო რეიდით კარიმ ადეიემიმ გაიტანა, რომელიც დიდი ალბათობით დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს, ლონდონელებაც სერიოზული დანაკლისი აქვთ, მათ გუნდის ლიდერი ტიაგო სილვა დადასტურებულად ვერ დაეხმარება.