საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას შესახებ დოკუმენტურ მასალას. „3 მატჩი 4 დღეში და დამსახურებულად მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. წარმოუდგენლად დატვირთული გრაფიკით, 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით, თორნიკე შენგელიამ 3 უმაღლესი დონისა და მნიშვნელობის შეხვედრა ჩაატარა.
21 თებერვალს შენგელია იტალიიდან ამსტერდამში ჩაფრინდა და 23 თებერვალს საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდების დამარცხებაში დაეხმარა და მის ანგარუშზე 30 წუთში, 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი იყო.მატჩის დასრულებისთანავე, თორნიკე დარბაზიდანვე გაეშურა ამსტერდამის აეროპორტში და ჩარტერული რეისით ბოლონიაში დაბრუნდა, სადაც მეორე დღეს, 24 თებერვალს, ევროლიგის მატჩში, ბასკონიას წინააღმდეგ ითამაშა. მან ბოლონიელების გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა მოპოვებული 12 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით.მატჩის დასრულების შემდეგ, შენგელია ჩარტერული რეისით ბოლონიიდან თბილისში გამოფრინდა, სადაც მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიის წინააღმდეგ გადამწყვეტ და დრამატულ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა – 34 წუთი, 20 ქულა (3 სამქულიანი), 6 მოხსნა, 5 პასი.
ისე გამოვიდა, რომ 72 საათის განმავლობაში შენგელიამ 3 სხვადასხვა ქვეყანაში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში გატარებულ 82 წუთში 57 ქულა, 18 მოხსნა და 11 პასი დააგროვა. მის სტატისტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი თორნიკეს თავგანწირვა გახლავთ, ურომლისოდაც საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა.“ - წერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.