ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ომბუდსმენობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. იოსელიანმა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას თავის კარიერასა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე ისაუბრა.
როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საკითხი დღევანდელ სესიაზე განხილვის გარეშე გავა და მას პარლამენტი პირდაპირ უყრის კენჭს.
აღსანიშნავია, რომ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.