ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ ერთიანდებიან. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის და მნიშვნელოვანია რომ ე.წ “აგენტების გამოვლენის” შესახებ კანონპროექტი ჩავარდეს.
მამუკა ხაზარაძე განმარტავს რომ გამოსავალი წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნაა რომელიც სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციას გააერთიანებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების განმარტებით კი კონსოლიდირებული და თანმიმდევრული პროტესტი გადამწყვეტია რადგან, მათივე თქმით, ახლა არა მხოლოდ რიგითი საკითხი არამედ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ბედი წყდება.