,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირას გაიგზავნება და პარლამენტი გადაწყვეტილებას სწორედ დასკვნის შესაბამისად მიიღებს.
მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მასშემდეგ გაითვალისწინებს, თუ დასკვნაში რაიმე რაციონალური ეწერება.
უმრავლესობის წევრმა ევროპარლამენტარების განცხადებებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს" რუსულად ასაღებს ცრუობს.