რუსეთის მთავარი სატანკო ძალები საბრძოლო დანაკარგების ასანაზღაურებლად, სავარაუდოდ, საბჭოთა წარმოების T-62 ტანკებით აღიჭურვება, რომლებიც პირველად 1954 წელს გამოიყენეს, ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს დაზვერვის ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, აგრესორი ქვეყნის ქვედანაყოფებს, მათ შორის პირველი გვარდიის სატანკო არმიას, 60 წლის წინანდელი ტანკები მიეწოდება. 2022 წლის შემდეგ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საცავიდან T-62 ტიპის დაახლოებით 800 ტანკი ამოიღეს და უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად გადააკეთეს.