საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება. 29 აპრილს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. ცესკოს პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთო ჯამში საუბნო საარჩევნო კომისიების 1 312 წევრი, მათ შორის 492 ხელმძღვანელი პირი უნდა აირჩიოს. კონკურსის პირობების, ვადებისა და არჩევის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.