რას ნიშნავს აგენტების შესახებ ე.წ. ამერიკული და რუსული კანონპროექტი და რა განსხვავებაა მათ შორის. მთელი დღის განმავლობაში კანონპროექტთან დაკავშირებით რიგი სახის განმარტებები კეთდება. ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მტკიცებით, ორივე მათგანი, საქართველოში არსებული სასამართლო სისტემის გამო რუსული კანონის მსგავსია. კრიტიკულ განცხადებას აკეთებს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი. მისი მტკიცებით, ამ კანონს გამანადგურებელი გავლენა ექნება. მსგავს შეფასებებს აკეთებს ამერიკელი სენატორი, დუკ დურბინიც.