თბილისის მერს კახა კალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
„ამ დროის განმავლობაში, კახა კალაძე დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება”, - აღნიშნავენ დედალაქის მერიაში.
დედაქალაქის მერის იზოლაციაში ყოფნის გამო, მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ გაიმართება.