ოპოზიციის ინფორმაციით, სუს-ის გარდა პარლამენტში დღეს ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ოპოზიცია გეგმავს აღნიშნულის შესახებ აშშ- ის სენატს შეატყობინოს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მათგან დარბაზებს სუს- ის გარდა, სწორედ ანტიტერორისტულო ცენტრის წარმომადგენლები იცავდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიასთან ისაუბრა „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმაც და აღნიშნა, რომ მათთვის საინტერესო იქნება ამაზე სენატის პოზიცია.
„ანტიტერორისტულ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში ხელს უწყობს სწორედ უცხოური დაფინანსება, პირველ რიგში აშშ- ის დახმარება, ამიტომ ჩვენ დღესვე გავაგზავნით წერილს აშშ- ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ჩავაყენებთ საქმის კურსში, რომ ამერიკელი ხალხის მიერ გამოყოფილი დახმარებით დატრენინგებული და მომზადებული უწყებები ჩვენს ქვეყანაში გამოიყენება დემოკრატიული ოპოზიციის, ახალგაზრდების, დემონსტრანტების და სხვათა უფლებების შესაზღუდად“, - განაცხადა სამადაშვილმა.