„ადიოს, საქართველო“ - ბექა გოჩიაშვილმა საქართველო დატოვა - Palitra News

„ადიოს, საქართველო“ - ბექა გოჩიაშვილმა საქართველო დატოვა

2023-03-07 10:00:00+04:00

ქართველი მუსიკოსი, ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი საქართველოს დაემშვიდობა.

მან გამოაქვეყნა სტატუსი, საიდანაც ირკვევა, რომ აშშ-ში ბრუნდება.

„ადიოს, საქართველო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის ყველას. დადგა დრო, დავუბრუნდე რეალურ საქმეს“, წერს მუსიკოსი.