„არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდებმა აქცია გამართეს.
ისინი ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიმართავენ, რათა ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
აქციის მონაწილეებმა დღესვე მოძრაობა დააფუძნეს, რომლის სახელი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ იქნება.
შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად, ბათუმის უნივერსიტეტის შენობაზე სტიკერები გააკრეს “არა რუსულ კანონს”.