საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია სახელწოდებით "არა რუსეთს" გრძელდება. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მმართველი პარტია არ შეწყვეტს "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას.
აქციას სტუდენტები და კულტურის სფეროს წარომამდგენლებიც შეუერთდნენ.
ადგილზე ისევ მობილიზებულია საპოლიციო ძალები.