რას ნიშნავს აგენტების შესახებ ამერიკული და რუსული კანონპროექტი და რა განსხვავებაა მათ შორის. კანონპროექტებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება. მისი მტკიცებით, ორივე მათგანი, საქართველოში არსებული სასამართლო სისტემის გამო რუსული კანონის მსგავსია. ექსპერტთა განმარტებით კი, ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში საქართველო დასავლეთისკენ სვლას ვეღარ განაგრძობს.