წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ წარმოადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე გაყიდე სამშობლო, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც ყაველაშვილს წიგნის წაკითხვა ურჩია და აღნიშნა, რომ ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ხატია დეკანოიძე იმ ძალის წარმომადგენელია, „რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარ სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა“.
„რა იცი შენ ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არ არის მარტო ეგ. ამ რეზოლუციას შენმა კოლეგებმა ხელი რომ მოაწერეს, ვერ გაექცევით! ახლა ვაცხადებ, რომ დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოიძიოს და ბოლომდე დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.