მცირე ბიზნესის საწარმოებს ახასიათებს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ელემენტები; დადებით მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს: ადგილობრივ პირობებთან იოლი ადაპტაცია; მცირე საწარმოთა მოქმედების დიდი დამოუკიდებლობა, მოქნილობა და მათი საქმიანობის განხორციელების შედარებით დაბალი ხარჯები და სხვ. უარყოფითი მხარეებია: რისკის უფრო მაღალი დონე, რაც განაპირობებს ბაზარზე მდგომარეობის ნაკლებ სიმყარეს; მსხვილ კომპანიებზე დიდი დამოკიდებულება; მცირე ბიზნესის ჩამოყალიბება საქართველოში ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
ყველაფერი კი 80-იან წლებში დაიწყო. როდესაც მიიღეს კანონი – „კოოპერაციის შესახებ“ და „ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის შესახებ“, რამაც ფაქტობრივად დააკანონა კერძო ინიციატივა და მეწარმეობის საფუძვლები. დღეს, საქართველოში, ზოგადი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით, გამოწვევები მაინც რჩება, ისევე როგორც მრავალ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის მოქმედი საწარმოების უდიდესი ნაწილი, მათი წვლილი მშპ-ში შეიძლება ითქვას რომ მაინც დაბალია.
მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები - რამდენად საკმარისია სახელმწიფოს მხრიდან მათი ხელშეწყობა, ფინანსზებზე წვდომა,და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო მეტად გაიზარდოს მათი წილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მდგრადობაში - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე