რაც რუსულმა ჯარმა ვერ შეძლო, საქართველოს მოღალატე ხელისუფლება ახერხებს - ნათია მეზვრიშვილი ე.წ აგენტების კანონზე - Palitra News

რაც რუსულმა ჯარმა ვერ შეძლო, საქართველოს მოღალატე ხელისუფლება ახერხებს - ნათია მეზვრიშვილი ე.წ აგენტების კანონზე

2023-03-06 13:21:50+04:00

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ე.წ აგენტების შესახებ კანონზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება

"რაც რუსულმა ჯარმა ვერ შეძლო, საქართველოს მოღალატე ხელისუფლება ახერხებს - რუსებისგან სისხლის ფასად დაცული ქართული სახელმწიფოებრიობის ოკუპაცია რუსული კანონებით, ქართველების ხელით. საკანონმდებლო დონეზე დაგვიკანონეს საგარეო კურსის ცვლილება. როგორც ჩანს, ისტორიამაც ვერ გასწავლათ, რა შეუძლია ღირსებააყრილ ქართველ ხალხს," - წერს ნათია მეზვრიშვილი