თურქეთი პომიდვრის ექსპორტს 14 აპრილიდან კრძალავს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პროდუქტის გაძვირებისა და ბოლო კვირებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელიც 11 პროვინციას შეეხო, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ფასების სტაბილიზაციისთვის ზომების მიღება გარდაუვალი გახადა.
როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსები თვლიან, თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სერიოზულ გავლენას მოახდენს იმ ქვეყნებზე, სადაც პომიდვრის იმპორტი სწორედ თურქულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ასეთი ქვეყანაა საქართველო, ასევე მოლდოვა, უკრაინა და რუმინეთი.
სასათბურე ბოსტნეულის უკრაინელი იმპორტიორები უკვე ცდილობენ თურქი მომწოდებლების შესაძლო ალტერნატივების პოვნას. თეორიულად, ასეთებად შეიძლება აღმოჩნდნენ მაროკო, ირანი და ესპანეთიც კი, მაგრამ თურქული პროდუქციის სრული ჩანაცვლება ამ დროისთვის ვერ მოხდება, რადგან ამ ქვეყნებს შესაძლოა არ ჰქონდეთ პომიდვრის ის საჭირო მოცულობა, რაც დღესდღეობით არის საჭირო. ამიტომ, მომავალი კვირის ბოლოსთვის თურქული პომიდვრის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების ბაზრებზე, პროდუქტის დეფიციტის ფონზე, შესაძლოა მისი ფასის მკვეთრად გაძვირდეს.