კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო 3 ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. მათ შორის, ერთი ფიზიკური პირი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ - განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.
ინფორმაციისთვის, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება