საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამოქალაქო აქტივისტმა ბექა კვაჭანტირაძემ სიმბოლურად რუსეთის დროშა დაწვა.
მისი განცხადებით, რუსეთი არის ბოროტების იმპერია და მისი დროშა არის ბოროტების დროშა.
„უნდა დაიწვას და დაიფერფლოს მთელი რუსეთის იმპერია ამ დროშასავით. რუსეთი ოკუპანტია და საქართველოში არაფერი არ უნდა იყოს რუსული - არც დროშა და არც კანონი", - განაცხადა ბექა კვაჭანტირაძემ.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.
ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს", რუსული ოცნება", "რუსებო", "მონებო".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.