პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, უკრაინის ჰიმნის ფონზე, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს. ასევე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს.
ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო", "არა რუსულ კანონს".