ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია კატალონიის ბარსელონას ესტუმრა და შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის დახმარება 3 სეივით შეძლო.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე რაფინიამ გახსნა. ბრაზილიელს კარგი გადაცემა ბუსკეცმა გაუკეთა რაფინიას კი კარიდან გამოსული მამარდაშვილისთვის გატანა აღარ გასჭირვებია. ქართველმა ამის შემდეგ 3 ბურთი მოიგერია, მეორე ტაიმში ბარსელონას კიდევ მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ 55-ე წუთზე ფერან ტორესმა თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან ბურთ კარს ააცილა.
ვალენსიას ამ მარცხის შემდეგ 23 ქულ აქვს და ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს. გიორგი გუნდი შემდეგ შეხვედრას 11 მარტს ოსასუნას წინააღმდეგ გამართავს.