ლეგენდარული ამერიკელი საქსოფონისტი უეინ შორტერი გარდაიცვალა - Palitra News

ლეგენდარული ამერიკელი საქსოფონისტი უეინ შორტერი გარდაიცვალა

2023-03-06 10:00:13+04:00

ლოს-ანჯელესში ლეგენდარული ჯაზ-კომპოზიტორი და საქსაფონისტი უეინ შორტერი გარდაიცვალა. ის 89 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.

1950-იან წლებში ბენდ Jazz Messengers-ის მონაწილე გახდა, რომელიც დრამერმა არტურ ბლეიკმა დააარსა. შორტერი იმით არის ცნობილი, რომ ის ჯაზისა და სხვა მუსიკალურ მიმდინარეობების სინთეზმს ქმნიდა. 1970-იან წლებში ის ჯგუფ Weather Report-ის ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა.

შორტერი სოლო ალბომებს უშვებდა. გარდა ამისა, ის მრავალი წელი თანამშრომლობდა გიტარისტ კარლოს სანტანასთან.

უეინ შორტერი 12 გრემის მფლობელია.