ჩინეთი სამხედრო ხარჯებს წელს 7.2%-ით გაზრდის, - ამის შესახებ ეროვნულ სახალხო კონგრესზე განაცხადეს.
”ჩინეთის ჩახშობისა და შეკავების გარე მცდელობები ესკალაციას განიცდის, შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიერონ სამხედრო წვრთნა და მზადყოფნა“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა, ლი კეციანმა.
BBC-ი წერს, რომ პეკინის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 225 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, რაც შეერთებული შტატების ბიუჯეტზე ოთხჯერ ნაკლებია. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი რეალურად იმაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, რასაც ოფიციალურად აცხადებს.