ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება - ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. დაძაბული ვითარებაა ბახმუტში, ავდივში, უგლედარში, ლიმანსა და ზაპოროჟიეში. რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში უკრაინელი ჯარისკაცებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდები ააფეთქეს.
უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სტრატეგიულ ობიექტებზე მტრის უწყვეტი შეტევების მიუხედავად უკრაინის თავდაცვის ძალებს ბახმუტისთვის საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების, ასევე ქალაქიდან დაჭრილების გაყვანის შესაძლებლობა აქვთ.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის განცხადებით, უკრაინის ძალები მთავარ მარშრუტს ქალაქ ბახმუტში და მის გარეთ ინარჩუნებენ.