რუსული ძალების მიერ, ამ დროისთვის, სულ მცირე 13 000 უკრაინელი ბავშვის რუსეთში დეპორტაცია მოხდა.
ამის შესახებ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას უკრაინელმა დეპუტატმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა.
„ეს არის გენოციდის ნაწილი, რომელსაც რუსები უკრაინელი ერის წინააღმდეგ ახორციელებენ“, - განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ.
უკრაინელი დეპუტატის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ერთი კვირით ე.წ. საზაფხულო ბანაკებში ან საარდადეგო ბანაკებში წაიყვანეს, შემდეგ კი აღარ დაბრუნებულან.
ამასთან, კლიმპუშ-ცინცაძის განცხადებითვე, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი გასაშვილებლად უკვე გადასცეს რუსულ ოჯახებს, „თითქოს უკრაინაში საკუთარი ოჯახები არ ჰყავდათ“.
ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ის ცნობით, უკრაინელ ბავშვებს განუცხადეს, რომ ისინი სასკოლო ექსკურსიაზე მიჰყავდათ, მაგრამ ბევრი მათგანი უკან აღარ დაბრუნებულა.