თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალური ანკარა ბევრს მუშაობს გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად. მედიის ცნობით, შეთანხმება გასული წლის ნოემბერში გაგრძელდა და მისი ვადა ამა წლის 18 მარტს იწურება. თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ მან გაერო-ს გენერალურ მდივანთან განიხილა შეთანხმების გაგრძელების მცდელობები. შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით შემუშავებულმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტი დაუშვა.