მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან - Palitra News

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან

2023-03-05 16:12:23+04:00

აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იუწყებიან. სომხური მედიის ინფორმაციით, „აზერბაიჯანელი დივერსანტები პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს“. მათივე ცნობით, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულბიც. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გასნხვავბეულ ვერსიაზე საუბრობს აზერბაიჯანული მედია. მათი თქმით, აზრებაიჯანული ძალები სავიზო კონტროლზე სომხური სანომრე ნიშნებიანი ავტომობილის გაჩერებას შეეცადნენ, რასაც მათი მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.