ლატვიის პრემიერ-მინისტრის, კრიშიანის კარინშის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის, რუსეთისგან თავის დასაცავად, საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ დროის საკითხია.
გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან საუბრისას, ლატვიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, რატომ არ უნდა მიაწოდოს დასავლეთმა საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას.
„საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ დროის საკითხია... ვერ ვიგებ რატომ არ უნდა მიაწოდოს დასავლეთმა [უკრაინას] საბრძოლო თვითმფრინავები. თუ უკრაინას სჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები, მან ისინი უნდა მიიღოს“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.