პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, 6 მარტის სხდომაზე, სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას განიხილავს. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეებმა" შესთავაზა . სავარაუდოდ, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი მომავალ კვირასვე პლენარულ სხდომაზე გავა. უკვე ცნობილია, რომ იოსელიანს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერა ექნება, თუმცა მის კანდიდატურას სკეპტიკურად უყურებს მეორე ნაწილი. ფიქრობენ, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი შესაძლოა ქართული ოცნების გეგმის ნაწილი იყოს. სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.