საპარლამენტო ოპოზიცია ე.წ აგენტების კანონის წინაააღმდეგ კონსულტაციებს იწყებს. საპარლამენტო ჯგუფები დახურულ ფორმატში იმ გზებზე იმსჯელებენ, რომლითაც უმრავლესობას კანონპროექტების მიღება უნდა გაურთულდეს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აგენტების კანონის უკან არა გამჭირვალობის, არამედ მესამე სექტორის განეიტრალების სურვილი დგას. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ 6 მარტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო სექტორი ისევ არ დაუშვან. ოპოზიციის ერთი ნაწილი ორშაბათის სხდომაზე იმ ალტერნატიული კანონპროექტის განხილვასაც ითხოვს, რომელიც რუსეთის გავლენებს ეხება.