სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა დილით ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე 13 ასურელი მამის ტაძარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა, მას ზურგიდან თავს დაესხა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალადა. მამაკაცს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ტაძრის წინამძღვარს უთანხმოება არავისთან ჰქონია. 63 წლის მამა ცოტნე თვარაძე კლინიკასია გადაყვანილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.