საქართველოს პარლამენტი ხალხის ძალის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მთავარი საკომიტეტო მოსმენისთვის ემზადება. ორშაბათს, იურიდიულ კომიტეტზე კანონმდებლები კიდევ ერთხელ განიხილავენ აგენტების შესახებ კანონს, თუმცა დაესწრება თუ არა სხდომას მესამე სექტორი ჯერ უცნობია. საჯარო სხდომამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები შალვა პაპუაშვილს მიმართავენ. ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და თეონა აქუბარდია ითხოვენ, იურიდულ კომიტეტზე ხალხის ძალის კანონპროექტებთან ერთად მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული ვერსიაც განიხილონ. თემის დეტალებით მერაბ პაპაშვილი გვიერთდება.