ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლავითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპინცეტრი კუნძულ კერმადეკთან ახლოს დედამიწის ზედაპირიდან 152 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სიტიქიური უბედურების შედეგად ცუნამის წარმოქმნის ალბათობა მინიმალურია. მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცა ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.