ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და პროკურორებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებები - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და პროკურორებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებები

2023-03-04 15:39:20+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და პროკურორებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებები. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი ერთად, რათა დანაშაულსა და უსამართლობას შეეწინააღმდეგონ. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინი და მისი მოკავშირეები სათანადო ვერდიქტებს მიიღებენ.