რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში განლაგებული რუსი ჯარისკაცები მოინახულა - Palitra News

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში განლაგებული რუსი ჯარისკაცები მოინახულა

2023-03-04 15:36:40+04:00

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში განლაგებული რუსი ჯარისკაცები მოინახულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შოიგუ „სამხრეთ დონეცკის მიმართულებით აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი ფორმირების სამეთაურო პოსტს ეწვია“. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ შოიგუ მედლებით აჯილდოებს რუს სამხედროებს და დანგრეულ ქალაქს გენერალ რუსტამ მურადოვთან ერთად ათვალიერებს.