საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში 110 ათასამდე რუსეთის მოქალაქემ გახსნა . ამასთან, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ სამ მილიარდამდე ლარის დეპოზიტები. ეს რიცხვი კი ომამდე პერიოდში 4-ჯერ ნაკლები იყო.