ქართველი არტისტი ლუკა ჩიქოვანი ახალ ფილმში დევიდ ბოუის როლს შეასრულებს - Palitra News

ქართველი არტისტი ლუკა ჩიქოვანი ახალ ფილმში დევიდ ბოუის როლს შეასრულებს

2023-03-04 14:35:14+04:00

ქართველი არტისტი ლუკა ჩიქოვანი, რომელიც იტალიაში მოღვაწეობს, მოკლემეტრაჟიან ფილმში ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის როლს შეასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„მაგარი სიახლე! ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში დევიდ ბოუი – ზიგი სტარდასტს ვითამაშებ. ფილმი,რომლის რეჟისორიც ჯიადა ჩოტოა,მოგვითხრობს იმ შინაგანი ქორწინების შესახებ, რომელიც ბოუის ქალურ და მამაკაცურ მხარეებს შორის მოხდა.

ჩემთვის უდიდესი პატივია შევასრულო ამ ჯადოსნური როკ-ვარსკვლავის როლი, ძალიან მიჯაჭვული ვარ დევიდ ბოუიზე, რადგან, ის ყოველთვის იცვლებოდა. მეც არაერთხელ შევიცვალე და წლების განმავლობაში მეგონა, რომ ეს ცუდია, მერე მივხვდი, რომ საკუთარი თავის შესაცნობად მუდამ უნდა ვტრანსფორმირდეთ“, – წერს ლუკა ჩიქოვანი.