ექვიენი (Equihen Plage) საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ინგლისის არხის მახლობლად მდებარე მეთევზეთა პატარა სოფელია. პირველი, რაც სოფელში შესვლისას თვალში მოგხვდებათ, ამოტრიალებული ნავებია, სადაც მეთევზეები ცხოვრობენ.
ეს უცნაური ტრადიცია იმ დროს გაჩნდა, როდესაც მეთევზეებს ძველი ნავების გარდა, საცხოვრებელი არ გააჩნდათ. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ექვიენი მეთევზეთა ღარიბი სოფელი იყო, სადაც ადამიანები ძველ, თევზაობისთვის უვარგის ნავებში ცხოვრობდნენ.დღეს ექვიენი მოდური და ძვირად ღირებული კურორტია, სადაც სამი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობა ამოტრიალებულ ნავებს "quilles en l'air"-ის სახელით მოიხსენიებს და წინაპრების ორიგინალური საცხოვრებლით ამაყობს.
ძველად მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ როგორც ნორმალურ, ისე ამოტრიალებული სახით მდგარი ნავები იყო ჩამწკრივებული. თევზაობიდან დაბრუნებული ადამიანებს საშუალება ჰქონდათ ამ ნავებში დაესვენათ და გაყინული სხეული გაეთბოთ.
ცნობილი ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის რომანის „დევიდ კოპერფილდის“ ერთ-ერთი გმირი, ძმა პეგოტი სწორედ ნავში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო ამობრუნებული ნავი, როგორც ილუსტრატორებს სურთ წარმოაჩინონ, უბრალოდ, ჩვეულებრივი, ძველი ნავის სახლი იყო.მეორე მსოფლიო ომის დროს ნავის სახლები თითქმის მთლიანად განადგურდნენ, თუმცა ომის დასრულების შემდეგ, თანდათან აღადგინეს.
მე-20 საუკუნის ბოლოს მეთევზეების სოფელი საფრანგეთის ნამდვილ ღირსშესანიშნაობად იქცა. დღეს რესტავრირებული ნავის სახლები აღჭურვილია ყველანაირი კომფორტით და შესანიშნავი საცხოვრებელია ტურისტებისთვის.
ნავის სახლის თვის სოლიდური ფასის გადახდა მოგიწევთ (ფასი სამასი ევროდან იწყება), თუმცა ტურისტებისთვის ფასი დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან ეს მართლაც უნიკალური ადგილია დასასვენებლად.