ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის მოუწოდებს Covid-19 ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ ინფორმაცია გადასცეს. ორგანიზაციამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა. ჯანმო-ს დირექტორი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს მსგავსი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში ორგანიზაციას აუცილბლად ამცნოს. მისივე თქმით, ჯანმოს მიზანს უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება არ წარმოადგენს და ორგანიზაციის მიზანი პანდემიის წარმოშობისა და გავრცელების წყაროების შესწავლაა.