უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 150-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს - Palitra News

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 150-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს

2023-03-04 12:46:42+04:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 150-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტები ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტენ. მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი და სხვადასხვა ტიპის 8 დრონი ჩამოაგდეს.