გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ , გიორგი ხანიშვილმა სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში ფერმერებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით ფერმერების ნაწილმა უკვე ისარგებლა. ასევე მიმდინარეობს თხილის ბაღების მესაკუთრეთა კადასტრის შექმნაც, რომლითაც სრულად მოხდება არსებული ბაღების აღწერა და ინვენტარიზაცია. აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის ბაღია რეგისტრირებული; ბაღების მფლობელების, თანამესაკუთრეების ჩათვლით, რაოდენობა 85 ათასზე მეტს შეადგენს.