საქართველოს პარლამენტში ეგრედ წოდებული რუსული კანონის განხილვას, მწვავე და კრიტიკული შეფასებები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მოჰყვა. საერთაშორისო პარტნიორები ამერიკიდან აცხადებენ, რომ კანონს ამერიკაში არსებულთან არაფერი აქვს საერთოდა ის რუსეთში არსებული კანონის პირდაპირი ანარეკლია. კომენტარი გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისისა და ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის მიერაც. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კანონის განხილვის პროცესები რაც შეიძლება მალე უნდა შეაჩეროს. ეგრედ წოდებული „უცხოური აგენტების“ კანონი მათი განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური გზის საპირისპიროა და ის ქვეყნის ევროპულ მომავალზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ნედ პრაისის თქმითვე, პირებს, რომლებიც კანონის მიღებას მხარს დაუჭერენ, პასუხისმგებლობა საქართველოს-ევროატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის დაეკისრებათ.