ლატვიის პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფება. ეგილს ლევიტსი, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას მესამედ ეწვია. ლევიტსის, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე შედგა. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერეს დეკლარაციასაც, რომლითაც უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მხრივ ქვეყნისადმი ლატვიის მხარდაჭერა დასტურდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ლატვიის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ მისი ვიზიტი უკრაინისათვის დიდი მნიშვნელობისაა.