ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და უფლებადამცველებმა რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული პირები მოინახულეს. ადვოკატების განცხადებით მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ, მათივე თქმით დაკავებულები აცხადებენ რომ სამართალდამცველებმა მათ სიტყვიერი შეურაყოფაც მიაყენეს, აღნიშნულ საკითხზე გამოძიების მოთხოვნის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს. აღსანიშნავია რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ბოლო ინფორმაციით პარლამენტთან, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია. ადმინისტრაციულ პატიმრობაში ამ დრომდე 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.