საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ე.წ აგენტების კანონპროექტების განხილვის მიღმა ქართველი ექსპერტები.კონკრეტულ საფრთხეებს ხედავენ. მათი მოსაზრებით, კანონპროექტების, „|უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ , პარლალამენტში არა თუ მიღება, არამედ განხილვაც კი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო შესაძლოა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს და ქვეყანამ დაკარგოს ის ნდობა, რომელიც სერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მიმართ გააჩნიათ. მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ შემცირდეს საერთაშორისო დახმარებაც. ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნული კანონპროექტების განხილვით ხელისუფლება კონკრეტულ ჯგუფებზე დამატებითი ზემოქმედების მექანიზმების მოიპოვებას ცდილობს.