საქართველოში ინფლაცია 8.1%-მდე შემცირდა. საქსტატმა თებერვლის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე, იანვარში არსებულ ინფლაციასთან შედარებით 1.3 %-ით ნაკლებია. აღსანიშნია, რომ 2021 წლის ივნისის შემდეგ ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მთავარი გავლენა მაინც სურსათის ფასების მატებამ იქონია, რაც წლიურ ჭრილში 14%-ით არის გაძვირებული.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული, პური და პურპროდუქტები, რძე, ყველი და კვერცხი. ფასების მატება ასევე დაფიქსირდა საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში, რამაც 12.4% შეადგინა. ფასები შემცირებულია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 7.6 პროცენტით.
საინტერესოა როგორია ვითარება მსოფლიო მასშტაბით. სამომხმარებლო ფასები გლობალურად მკვეთრად იზრდება. ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით იმატებს დასავლურ სახელმწიფოებში, სადაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ალტერნატიული მიმწოდებლები კი - რთულად მოსაძებნია. აშშ-ში, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სახელმწიფოში ინფლაციის დონე ისევ დაბალ ნიშნულზეა.
საქართველოში არსებული ვითარება, გამოწვევები და სამომავლო მოლოდინები - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი