"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ავტობუსის ქალი მძღოლის კურსებზე მიღებას იწყებს. მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების, ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა თუ მგზავრებთან კომუნიკაციის საკითხებს. ამასთან, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს.
გადამზადების კურსი უფასოა ყველა მსურველისთვის, რომლის ფარგლებშიც, ასევე, დაფინანსდება გამოცდაზე გასვლის ღირებულება. სწავლება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დაწყების სავარაუდო თარიღი 2023 წლის პირველი მაისია.
ავტობუსის მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსში მონაწილეობისთვის 25 ქალი შეირჩევა. ხოლო ისინი,რომლებიც წარმატებით გაივლიან აღნიშნულ კურსს, შესაძლებლობა ექნებათ, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმდნენ.